ანოტაცია: მექსიკელი პოეტისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ოქტავიო პასის ფილოსოფიურ-პოლიტიკური ესეების კრებული მარტოობის ლაბირინთი იმ ცხოვრების ანარეკლია, რომლის ცოცხალი მოწმეც თავად მწერალი გახლდათ. ოქტავიო პასმა საკუთარი შემოქმედების დიდი ნაწილი მექსიკურ თვითმყოფადობაზე ფიქრსა და განსჯას დაუთმო და ეს ნაწარმოებიც მექსიკური რეალობის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და გამჭვირვალე ანალიზია.