ანოტაცია: 2001 წლის ნობელიანტის რომანს შთამბეჭდავი პერსონაჟი ჰყავს – უილი ჩანდრანი. უილი დაბალი ფენებიდან გამოსული დედისა და ბრამინი მამის შვილია (მამისა, რომელიც განუწყვეტელ კონფლიქტშია საკუთარ თავთან). მას ბუნებით ახასიათებს, ერთი მხრივ, ამქვეყნიური ცხოვრების შუაგულისკენ სწრაფვა, მეორე მხრივ კი ყველასა და ყველაფრისაგან განზე დგომის სურვილი. ის მიემგზავრება ინგლისში და ომის შემდგომი ლონდონის ემიგრანტთა ბოჰემურ წრეებს აფარებს თავს, მაგრამ შინაგან სიმშვიდეს მხოლოდ სიყვარულის პირველგანცდასთან ერთად აღწევს.