ანოტაცია: თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე. წ. ”ახალი ჟურნალისტიკის” ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი ”ხელის აუკანკალებლად” მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს - 1959 წ. კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს - და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდელობაა.
წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საფუძველი დაუდო ”რომან-რეპორტაჟის” განსაკუთრებულ ჟანრს.