ანოტაცია: „იერუსალიმი“ შვედი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, სელმა ლაგერლეფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც პირველად 1901-1902 წლებში ორ წიგნად გამოქვეყნდა. რომანში მოთხრობილია მე-19 საუკუნეში დალარნაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახის ამბავი, რომლებიც იერუსალიმში გაემგზავრნენ და ამერიკელ მორწმუნეებთან ერთად კოლონია დააარსეს.