ანოტაცია: ამ წიგნით, რომელიც დიდი რუდუნებით შერჩეული ნახატებითა და ფოტოსურათებითაა ილუსტრირებული, ”უმანკოების მუზეუმში” გამოფენილი ნივთების საშუალებით ორჰან ფამუქი სტამბოლისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ თხრობას განაგრძობს...
წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, ხალხმრავალი ოჯახების ფოტოებზე, სახლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფ