ანოტაცია: ეს არის საოცარი ისტორია ქრისტინის, ლავრანსის ასულისა. შეუპოვარი ახალგაზრდა ქალი ეწინააღმდეგება თავის ოჯახს და გულისა და გონების კარნახით ცხოვრობს. ჩვენ მის ცხოვრებას ყმაწვილქალობიდან სიბერემდე ვადევნებთ თვალს. საგა მე-14 საუკუნის ნორვეგიაში ვითარდება. ქრისტინს ძლიერ უყვარდება ერლენდი, რომელიც არ მოსწონს მის მამას, ქარიზმატულ დიდგვაროვანს, ლავრანს ბიერგულფსენს. ვითარება იძაბება - ქრისტინს სურს თავისი საკუთარი გზა იპოვოს არა მხოლოდ ქორწინებაში, არამედ ცხოვრებაშიც.