ანოტაცია: მია ფიქრობდა, რომ ადრე რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო მუსიკასთან, თუ მის გამო მეგობარი ბიჭი, ოჯახი და მეგობრები მიეტოვებინა.თებერვლის ერთ დილას მია ოჯახთან ერთად მანქანით გაემგზავრა, ავარიაში მოყვა და ყველაფერი შეიცვალა. ერთის გარდა ყველა არჩევანი წარსულს ჩაბარდა და მხოლოდ ეს ერთი იყო მნიშვნელოვანი:რა მოხდება, თუ მია იცოცხლებს, თუ დარჩება?ტკივილით აღსავსე, რომანტიკული და ბოლოს მაინც იმედიანი რომანი სიყვარულზე, დანაკარგსა და იმ სიმამაცეზეა, რომელმაც მიას სწორი გადაწყვეტილება მიაღებინა.