ანოტაცია: ნობელიანტი მწერლის რომანი, "იესოს სახარება" 1991 წელს გამოიცა და სწრაფად მოუტანა ავტორს აღიარება. ამ ერთი შეხედვით სკანდალურ ნაწარმოებში აღწერილია იესოს დაბადება, ბავშვობა და სიყმაწვილე – გზა მისი ადამიანობიდან გაღმერთებამდე. ,,იესოს სახარებას" მალევე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასება. ვატიკანმა ნაწარმოებს ,,მკრეხელური'' უწოდა, მწერალი კი კანონიკურ სახარებათა პაროდიის დაწერისთვის მწვალებლად შერაცხა. ამ რომანით სარამაგუ გახდა პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭეს.