ანოტაცია: „ნახევრად ცუდი“ ინგლისელი დებიუტანტი მწერლის სალი გრინის ტრილოგიის პირველი წიგნია. ეს ფენტეზის ჟანრის რომანი, რომელიც 2014 წლის მარტში გამოიცა, უკვე ოცდათხუთმეტამდე ენაზე ითარგმნა. მოქმედება თანამედროვე ეპოქაში, ინგლისში ხდება, სადაც ადამიანები ბოროტ და კეთილ ჯადოქრებთან თანაცხოვრობენ. მთავარი გმირის, ნათან ბირნი, კეთილი და ბოროტი ჯადოქრების შვილია. დედა დიდი ხნის წინ მოუკვდა, მამა კი არასდროს უნახავს. ნახევრად ცუდ ჯადოქარს ყველა სდევნის და ავიწროებს.