ანოტაცია: საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მწერლის, ელენე ბოჭორიშვილის რომანი "ოპერა" რუსულ ენაზე დაიწერა და ითარგმნა. ალბათ, სწორედ ის ფაქტი, რომ ავტორი ქართულ ენაზე არ წერს, განსაკუთრებულ ორიგინალობას ანიჭებს რომანს. თითქოს "გარედან" დანახული 90–იანი წლების თბილისი, საქართველო, იმ დროს გამეფებული მასობრივი დეპრესია მკითხველს, რომლის უმეტესობასაც ეს მძიმე პერიოდი კარგად ახსოვს, უტოვებს შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი მართლა მოგონილი სცენარი თუ ოპერის ლიბრეტოა და სინამდვილეში ომი არ ყოფილა.