ანოტაცია: წიგნი მოგვითხრობს მღელვარე და ალეგორიულ-მითოლოგიური მოტივებით გაჯერებულ სიუჟეტებს: დაწყებული შუააზიური უდაბნოს მტვრიანი ისტორიებითა და ვნებამორეული შაჰრაზადის ღამეული ზღაპრებით, დამთავრებული ველური დასავლეთის კოვბოური ცხოვრებითა და თანამედროვე ნიუ-იორკული ანდერგრაუნდულ-განგსტერული ამბებით.
ამ ფრაგმენტული ისტორიების საშუალებით ჩვენ თვალწინ ცოცხლდება ამაღელვებელი, სათავგადასავლო, არაკული და მისტერიული ამბები, განვითარებული სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის წიაღში...