ანოტაცია: ცნობილი გერმანელი მწერლის თომას მანის ნაწარმოები - "ლოტე ვაიმარში" 1939 წელს გამოქვეყნდა. რომანში გოეთესა და მისი ცხოვრების შესახებ მოთხრობილია ყოფილი შეყვარებულის შარლოტა კესტნერის პირით, რომელიც სიყმაწვილეში გოეთეს შთაგონების წყარო და „ახალგაზრდა ვერტერის ვნებების“ გმირის პროტოტიპი გახლდათ და მრავალი წლის შემდეგ ისევ შეხვდა დიდ პოეტს. რომანი არ არის ისტორიული ან სენტიმენტური ნაწარმოები, იგი უფრო ფსიქოლოგიისა და მითის კვლევაა.