ანოტაცია: „არა, ეს კიბოთი დაავადებულის შესახებ დაწერილი მორიგი წიგნი არ არის... ასეთ წიგნებში კიბოთი დაავადებული საქველმოქმედო აქციებს მართავს სხვების დასახმარებლად, ამ საქმიანობაში ცხვირჩარგული კი სიკეთის განსახიერება ხდება. ის უყვართ და აფასებენ, რადგან კიბოსთან საბრძოლველად მემკვიდრეობას ტოვებს...“
ამ წიგნის გმირები სხვანაირები არიან. ისინი თავს არ იტყუებენ. იბრძვიან სიცოცხლისათვის, უყვართ და ცდილობენ, ადამიანების ყურადღება და თანაგრძნობა აირიდონ.