ანოტაცია: 1975 წელს გაიცა განკარგულება ჟან-პოლ სარტრის "სიტყვების" ქართული თარგმანის გასანადგურებლად. დაიჭრა დაბეჭდილი წიგნის ორმოცდაათიათასიანი ტირაჟი. "სიტყვების" ქართული თარგმანის ორი ეგზემპლარი სტამბის თანამშრომელმა გადაარჩინა და მთარგმნელებს გადასცა. მკითხველს საშუალება აქვს, გაიცნოს ჟან-პოლ სარტრის აკრძალული თხზულება გადარჩენილი ეგზემპლარებიდან.