ანოტაცია: უკრაინული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია "ნოვაია გაზეტას" სპეციალური კორესპონდენტი იყო. "ნიუ იორკ ტაიმსს" თუ დავეყრდნობით, ის უშიშრად ამხელდა რუსეთის პრეზიდენტებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, გენერლებს, ბიუროკრატებსა და სხვა გავლენიან ხალხს. ანა პოლიტკოვსკაიამ ჩეჩნეთის ომის შესახებ გაბედული რეპორტაჟებით გაითქვა სახელი, რეპორტაჟებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო როგორც "ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა". უფრო მოგვიანებით კი, მან უშუალოდ ვლადიმერ პუტინზე დაიწყო წერა.