ანოტაცია: 1989 წლის 14 თებერვალს მუსლიმური სამყაროს სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ რომან "სატანური ლექსების" გამო მწერალს ფატვა – სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. "ფლორენციელი ჯადოქარი" პირველად 2008 წელს დაიბეჭდა. წიგნში ერთმანეთს ენაცვლება რეალური და გამოგონილი პერსონაჟების ისტორიები. მონღოლთა უმშვენიერესი პრინცესა ყარა ყიოზი ერთგულ მოახლესთან ერთად ევროპელი თუ აზიელი მმართველების თაყვანისცემამ ახალ სამყაროში განდევნა, თუმცა გრძნეულების წყალობით ქალმა დროისა და სივრცის დაძლევა შეძლო.