ანოტაცია: 2007 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო 88 წლის დორის ლესინგმა. ეს ჯილდო არასდროს მიუღია ესოდენ ხანდაზმულ მწერალს. "ვერ ვიტყვი რომ გაოგნებული ვარ. ნობელს გარდაცვლილ ადამიანს ხომ ვერ მიაბიჭებდნენ! ჰოდა ალბათ გადაწყვიტეს, სანამ საიქიოს გზას დავადგებოდი, მანამ აჯობებდა ჩემი დაჯილდოვება... ამის იქით ალბათ აღარაფერია... ისღა დამრჩენია რომის პაპისგან თავზე ხელის გადასმას დაველოდო" - იხუმრა ლაურეატმა.