ანოტაცია: სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. ”ჰენდერსონი, წვიმის მეფე” - ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი - 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება: ”როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება.