ანოტაცია: ლუკიანოსი (120-192 წწ) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ პერიოდში, როდესაც ანტიკური საზოგადოება თავისი სიდიადის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. ფილოსოფიური აზრის ზედაპირულობა, ცრურწმენათა მომძლავრება, სოფისტიკის აღორძინება და ლიტერატურის უშინაარსობა – ასეთი იყო ეს ეპოქა. ლუკიანოსი ამაყობდა თავისი სირიული წარმომავლობით. წერდა ბერძნულ ენაზე.