ანოტაცია: „სარკმელში“ მოთხრობილია 15 წლის გოგონას, დალის ემოციური სამყაროს შესახებ, რომელსაც ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ქართული წარმომავლობის უმამაკაცოდ დარჩენილი დიდი ოჯახის მთელი ტვირთი მას დააწვა მხრებზე. შინაგანი სულიერი პრობლემებისგან თავდასაღწევად დალიმ თავი შეაფარა თავისი ოთახის სხვენს, რომლის სარკმლიდანაც გამუდმებით უთვალთვალებდა და აკვირდებოდა მეზობელ ბიჭს. ერთხელაც სურვილი გაუჩნდა მისთვის წერილი მიეწერა, ჯერ ერთი, მერე - ათობით წერილი...