ანოტაცია: მარკ ლევი, განათლებით არქიტექტორი, თანამედროვე პოპულარული ფრანგი მწერალია. სანამ სამწერლო ასპარეზზე გამოვიდოდა, შვიდი წელი სან-ფრანცისკოში მუშაობდა, შემდეგ პარიზში ჩავიდა და კერძო არქიტექტურული ფირმა შემქნა. მისი პირველი რომანი "ეს რომ მართალი იყოს..." გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და 30 ენაზე ითარგმნა. ასეთი წარმატების შემდეგ მარკ ლევი უკვე მთლიანად ჩაეფლო სამწერლო მოღვაწეობაში. დღეს მწერალი ნიუ-იორკში ცხოვრობს და თითქმის ყოველ წელს ახალ რომანს სთავაზობს მკითხველებს.