ანოტაცია: ეს რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რასაკვირველია, მას ჩვენს უახლოეს წარსულში მკაცრი ცენზურის გამო არავინ თარგმნიდა, რადგან რომანში მრავლადაა რელიგიური თემები, საოცრად დამაბნეველი სიუჟეტი, ფანტასმაგორიული გარემოებები, დაუოკებელი ლტოლვისა თუ შემზარავი დანაშაულებების მაგალითები. ავტორის დახვეწილი ფანტაზია მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, რომელიც ირაციონალური, იდუმალი ძალების ხელშია და საკუთარ ინსტინქტებსა და მაღალზნეობრივ მორალს შორის იხლიჩება.