ანოტაცია: მენანდროსი (ძვ. წ. 342-292 წწ.) ახალი, ატიკური კომედიის ერთერთი ფუძემდებელია. მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ მან შექმნა კომედიური ხასიათი, გამოკვეთა ადამიანის სულიერი და ფსიქოლოგიური მხარეები. მისი პიესებიდან აღსანიშნავია "სამოსელი ქალი", "გმირი" და სხვ. მენანდროსმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რომაული კომედიის ჩამოყალიბებაზე.
ტიტუს მაკკიუს პლავტუსი (ძვ. წ. 250-184 წწ.) რომაული კომედიის ფუძემდებელია. იგი დაბადებულა უმბრიის ქალაქ სარსინაში, ხოლო გარდაცვლილა რომში.