ანოტაცია: მარკუს ტულიუს ციცერონი (ძვ. წ. 106-43 წწ.) ძველი რომაელი პოლიტიკური მოღვაწე, ორატორი და მწერალია. იგი რომის მახლობელ ქალაქში, არპინუმშია დაბადებული, მხედართა წრიდან გამოსულ ოჯახში. ციცერონის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან გამოირჩევა მისი სიტყვები: მათგან 56-მა თითქმის მთლიანად მოაღწია ჩვენამდე. ციცერონი გვევლინება როგორც ბერძენი ფილოსოფოსების განმმარტებელი; მანვე ჩაუყარა საფუძველი რომაელების ფილოსოფიურ ენას.