ანოტაცია: თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის, ზოია ფირზადის წიგნში გაერთიანებულია რომანი ”შევეგუებით” - რომანი, რომელიც გამოსვლისთანავე არნახულად პოპულარული გახდა და რვა წლის განმავლობაში ოცდაექვსჯერ დაიბეჭდა - და მოთხრობები. მწერლის შემოქმედებაში ორი საკითხია წამყვანი: გენდერული (რომლის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს რომანი ”შევეგუებით”) და სხვადასხვა კონფესიის თანაარსებობა ისლამურ რესპუბლიკაში.