ანოტაცია: სტივენ კინგის (1947) რომანი ”უძილობა” პირველად 1994 წელს გამოქვეყნდა. ამავე წელს წიგნი ბრემ სტოკერის პრემიაზე წარადგინეს. რომანის მოქმედება გამოგონილ ქალაქ დერიში ვითარდება. მთავარი გმირი, რალფ რობერტსი უძილობით იტანჯება. იგი სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, რათა დაძინება შეძლოს, თუმცა ვერაფრით ახერხებს. საბოლოოდ, რალფს უცნაური ხილვები ეწყება. იგი ხედავს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევენ.