ანოტაცია: მარგერიტ დიურასის შემოქმედების მთავარი თემა სიყვარულია, როგორც მარტოობის ფორმა, მარად მიუღწეველი, განუხორციელებელი, ერთსა და იმავე დროს ეფემერულიცა და საოცრად ხელშესახებიც... რომანი "შავი თმა, ცისფერი თვალები" 1986 წელს გამოიცა. ეს არის ეროტიკულ რომანად მოთხრობილი ეგზისტენციალური ამბავი, დაწერილი თითქმის რიტმულ პროზად, სადაც პაუზა უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე სიტყვა.