ანოტაცია: კრიტიკოსები ამბობენ, რომ სელმა ლაგერლოფი იმდენად რთულად წერდა, რამდენადაც მას თავად უჭირდა ან ულხინდა ცხოვრებაში. ხშირად მისი ნაწარმოებები «იოლი საკბილო» როდია, თუმცა «მეფორნის» მკითხველს ამ მხრივ გაუმართლა... სათქმელის ნათლად და ლაკონიურად გადმოცემის სელმასეული მანერა კითხვის პროცესს აადვილებს და მკითხველს ერთი სული აქვს გაიგოს, რა მოუვა მთავარ გმირსაც და ანტიგმირსაც ─ როგორ დასრულდება მათი სულის ხეტიალი ამ მზისქვეშეთში.