ანოტაცია: 71 წლის ბაუმგარტნერი, ფენომენოლოგი, ფილოსოფიის ლექტორი და მწერალი, 9 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულ მეუღლეს გლოვობს, დარდს კი ხან ანას საცვლების გადალაგება-გადმოლაგებით, ხანაც მისთვის უხამსი წერილების წერით უმკლავდება. ტკივილი ყოველ დღე, სხვადასხვა ფორმით ახსენებს თავს, თუმცა, თავად კარგად იცის, მისგან გაქცევა სიცოცხლეზე უარის თქმას რომ ნიშნავს. ჩვენი დროის უდიდესი ამერიკელი პროზაიკოსის, პოლ ოსტერის, ბოლო რომანი “ბაუმგარტნერი” სიყვარულის, გლოვისა და მეხსიერების მრავალ განზომილებაზე გვიამბობს...