ანოტაცია: ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად ვიდეოთამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე.