ანოტაცია: ბუდისტური სამყაროს ერთ-ერთ უძველეს და ღრმად პატივცემულ ტექსტად აღიარებული "ალმასის სუტრა" წარმოადგენს პრაჯნაპარამიტას („სრულყოფილი სიბრძნის“) ტექსტთა კორპუსის ნაწილს, რომელიც მაჰაიანური ბუდიზმის ცენტრალურ სწავლებებს განასახიერებს.სუტრას უძველესი ბეჭდური ვერსია ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, დუნჰუანის მღვიმეებში აღმოაჩინეს, რომელიც 868 წლით თარიღდება. ეს ტექსტი მსოფლიოში ცნობილი უძველესი ბეჭდური წიგნია, რომელიც გაცილებით უსწრებს გუტენბერგის პრესას.