ანოტაცია: პარიზის ორიენტალისტური სკოლის წარმომადგენელი მარი ბროსე(1802-1880)ქართველოლოგიით პარიზშივე დაინტერესდა,მას შემდეგ,რაც ამ სკოლის წიაღში წარმოიშვა ამგვარი კვლევის გარდაუვალი საჭიროება.ქართული ყოფისა და სიძველეების გასაცნობად მარი ბროსე ჯერ პეტერბურგში,შემდეგ კი საქართველოში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს დაუკავშირდა.იმდროინდელ საქართველოში კულტურა და ისტორია სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი აღარ იყო,მხოლოდ ცალკეულ მოღვაწეთა,სწავლულთა ენთუზიაზმის იმედად რჩებოდა.წიგნში შესულია მარი ბროსეს 201 წერილი.