ანოტაცია: "რატომღაც ყოველთვის დარმწნუბეული ვიყავი, რომ დედაჩემზე უფრო ადრე მოვკვდებოდი და სულ ვდარდობდი იმაზე, ჩემი ნაწერები ვის ჩავაბარო, სად გადავმალო, თორემ ციცი დედას უტირებს, სულ თავის სინაზეებს, სიფაქიზეებს და დარდებს გაურევს-მეთქი. ახლა, როდესაც ციცის წიგნზე ვმუშაობ, როგორც კი რამის შეცვლას დავაპირებ, იმ წუთში ეგ მახსენდება და ყველაფერს სწორედ ის ვტოვებ, როგორც დედანშია...ეს დედას ჩანაწერებია..მისი ფიქრები, მოგონებები, დამოკიდებულებები და სევდა. მისი ტკივილები." - ბექა ქურხული