ანოტაცია: "შორი ქვეყნიდან მოვიდა. ისეთი შორი ქვეყნიდან, ასე მეგონა, ჯერ კიდევ ემბრიონი იყო, აქეთ რომ მორბოდა. მამაჩემიც თითქმის მაგ ასაკში იყო, ოქროს საწმისი რომ მოიგონა. სულ პატარა ვიყავი, ხან ცხვრის და ხან თხის ტყავს მაჩვენებდა, ოქროსფრად შეღებილს. ერთსა და იმავეს მიმეორებდა _ ვინც ამას მოიპოვებს, შენი გულიც იმისი იქნებაო. შურდა ყველა იმ მამაკაცის, რომელიც მამაჩემი არ ყოფილა. ყველა დაჭრილ და მომაკვდავ რაინდს ვკურნავდი, მამაჩემის ბრძანებით..."