ანოტაცია: საზოგადოების აქტიური ნაწილისთვის ფეისბუკი საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, აზრის გადმოცემისა და განწყობის გამოხატვის თავისუფალ სივრცედ დიდი ხანია იქცა. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში გაკეთებული ჩანაწერები ავტორების ელექტრონული დღიურებია, რომელიც ზუსტად გამოხატავს მათ ინტერესებს, პოზიციასა თუ დამოკიდებულებას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ზოგიერთ მათგანზე ხშირად მწვავე დისკუსიებიც იმართება. მათი ერთობლიობა კი ეპოქის ერთგვარი შეფასებაა.