ანოტაცია: 1913 წლის სექტემბრის ერთ თბილ საღამოს ქვემო სილეზიის დაბა გიორბერსდორფში, სადაც იმ დროისათვის მთელ ევროპაში ცნობილი სანატორიუმი ფუნქციონირებს, ჩადის ლვოვის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი მეჩისლავ ვოინიჩი და თან დიდი საიდუმლო ჩააქვს. ჭლექით დაავადებული ახალგაზრდა სწრაფი განკურნების იმედით მამაკაცთა პანსიონატში ჩერდება. ამავე სნეულებას ებრძვიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დანარჩენი სტუმრებიც, რომლებიც სამკურნალო პროცედურებისგან თავისუფალ დროს ადგილობრივი სასმლის, შვემერაის, ...