ანოტაცია: კომისარი მეგრე საგონებელშია — რისთვის უნდა მოეკლათ ასე სასტიკად ქურდი, სხვათა შორის, სიმპათიური, განათლებული ახალგაზრდა, მზრუნველი შვილი, კაცი, რომელსაც დიდი სიყვარულიც შეეძლო, რატომ დაუსახიჩრეს ისე სახე, რომ მისი ცნობა გაჭირდა. დიახ, ის უცნაური, „მუშაობის მეთოდებით“ ყველასგან გამორჩეული ექსტრავაგანტული ქურდი იყო, თუ შეიძლება ამ „პროფესიის“ კაცზე ასე ითქვას, მაგრამ ის მშვიდი, სათნო ახალგაზრდაც იყო და მრავლისმნახველი პოლიციელის თანაგრძნობა ამიტომ დაიმსახურა.