ანოტაცია: დიდებული პარიზული სასტუმრო „მაჟესტიკის“ სარდაფში მდიდარი ამერიკელის მეუღლეს კლავენ... რა უნდოდა ქალს სარდაფში , სასტუმროს პერსონალის სამუშაო ადგილას, თანაც დილაადრიან და ხელჩანთაში ფულითა და რევოლვერით? ვის უნდა შეხვედროდა სარდაფში? იქნებ რაღაც საიდუმლოს მალავდა? დაეჭვების საფუძველი ნამდვილად ჰქონდა კომისარ მეგრეს, მითუმეტეს, ქალი ფრანგი ყოფილა და მისი პატარა ბიჭიც სულ არ ჰგავდა მის ამერიკელ რესპექტაბელურ მეუღლეს.