ანოტაცია: სახელგანთქმული მაძებარი ერკიულ პუარო სად არ შესწრებია მკვლელობას: ხმელეთზე, ოკეანეში, ქალაქში თუ სოფლად, მატარებელში თუ გემზე, ამჯერად კი თვითმფრინავის ბორტზე მოკლეს მდიდარი ქალი. მგზავრი სულ თერთმეტი კაცი იყო, მოკლულის ჩათვლით, ორიც თვითმფრინავის სტიუარდი. ესე იგი, თორმეტიდან ერთ-ერთმა მოკლა მოხუცი ქალი. საქმე ისე ჩაიხლართა, რომ ეჭვმიტანილად თვით პუაროც მიიჩნიეს. როგორ გახსნის საქმეს დიდი ერკიულ პუარო, მგზავრთაგან ვინ გაებმება მის მახეში?!