ანოტაცია: ზღვისპირა ქალაქ კონკარნოში შიშმა დაისადგურა. აქ უმეტესად მეთევზეები და წვრილმანი ვაჭრები ცხოვრობენ, მაგრამ ნაღები საზოგადოებაც არის და სწორედ ერთი მათგანი გვიან ღამით მუცელში ტყვიას იღებს... და იწყება კოშმარი! ერთ პატივცემულ პირს წამლავენ, მეორე ვიღაცებმა გაიტაცეს... ამ დანაშაულების მოწმე იდუმალი ყვითელი ძაღლია. სწორედ ის დააყენებს კომისარ მეგრეს დამნაშავეთა კვალზე.