ანოტაცია: თევზსაჭერი გემის რეისი პირველივე დღიდან ცუდად დაიწყო – უკვე ოკეანეში გასულ გემზე იუნგა დაიღუპა, კაპიტანი თითქოს შეიშალა, ეკიპაჟს წაეკიდა, ხშირად თავის კაიუტაშია ჩაკეტილი. მეზღვაურებს ცუდი წინათგრძნობა აქვთ, ვიღაცამ „აშკარად გათვალა“ ეს რეისი და ტრაგედიაც დატრიალდა – რეისი მკვლელობით დამთავრდა. რა თქმა უნდა, ამ საქმეშიც კლასიკური ფრანგული გამონათქვამი, უკვე ფრთიან ფრაზად გადაქცეული Cherchez la femme – „ეძიე ქალი" ამოტივტივდება.