ანოტაცია: 1:05 საათი. ტელეფონი რეკავს: „მე როუზ ლარნიკი ვარ... დეიდაჩემი და ბიძაჩემი უკვე მოკლეს... ის კაცი აქ არის. შიგნითაა. ახლა ჩემი მოკვლა უნდა“, - აი, ამ სატელეფონო ზარით მოხვდა პოლიტიკური ინტრიგების შუაგულში FBI-ის თანამშრომელი პიტერ საზერლენდი, თურმე რუსულ აგენტურას უკვე თეთრ სახლშიც შეუღწევია, სადაც ნებისმიერი შეიძლება იყოს მოღალატე ან კორუმპირებული. ყველაფერს ნათელს მოჰფენს „წითელი დავთარი“, რომლის საპოვნელად რუსი აგენტი დაუნდობლად კლავს ყველას, თორემ მას გამოააშკარავებენ.