ანოტაცია: პატარა სოფელ სენტ-მერი-მიდის მყუდროება დაირღვა _ ახალშეძენილ დიდ სახლში ცნობილი რეჟისორი და მისი კინოვარსკვლავი მეუღლე დაბინავდნენ. ახალმოსახლეობის აღსანიშნავად და საქველმოქმედო ღონისძიების ჩასატარებლად ცოლ-ქმარმა უამრავი სტუმარი დაპატიჟა, მაგრამ ზეიმი ტრაგედიად იქცა _ სოფლის მკვიდრი ერთი კეთილი დიასახლისი მოწამლეს... ვინ ჩაუყარა საწამლავი სასმელში? იქნებ ქალი შეცდომით მოკლეს და მსხვერპლი სულ სხვა ვინმე უნდა ყოფილიყო?