ანოტაცია: ზღვისპირა ქალაქი; სასტუმრო „მაჯესტიკი“ -იდეალური ადგილი დასასვენებლად; ერკიულ პუარო და კაპიტანი ჰასთინგზი აქ სწორედ ამიტომ არიან. ქალაქის განაპირას კი ენდჰაუსი - ძველი სახლი მდებარეობს; ამ ძველ სახლს ახალგაზრდა, მომხიბლავი და მხიარული მფლობელი ჰყავს - მადმუაზელ ნიკი ბაკლი. რა დააკავშირებს ამ ორ, სრულიად დამოუკიდებელ, მოცემულობას ერთმანეთთან, თუ არა დანაშაული?მკვლელობა!...და, როცა საქმეში ცნობილი მაძებარი ერკიულ პუარო ერთვება, კითხვები: რა საფრთხე იმალება ენდჰაუსის უწყინარი ფასადის მიღმა?