ანოტაცია: ცოტა უცნაურად გამოვიდა: დოკუმენტურ მოთხრობას ვწერდი და დეტექტიური რომანი მივიღე. არადა, ფაქტია, მხატვრულ ნაწარმოებს, რეალურ ამბებსა და მოვლენებთან ერთად, მოჭარბებული ფანტაზია ესაჭიროება. მე კი სიუჟეტის შესაკრავად აუცილებელი ერთ-ორი ეპიზოდის იქით არაფერი გამომიგონებია. არც თითიდან გამომიწოვია რაიმე. ან კი რაში მჭირდებოდა, ყველაფერზე, რაზეც მოგითხრობთ, პირადად ჩემს მხრებზე გადაიარა და ახლაც განვიცდი მის სიმძიმეს. ასე რომ, რეალურ, პირადად განცდილ ამბებზე გესაუბრებით.