ანოტაცია: არტურ ჰეილი ბრიტანული წარმოშობის კანადელი პროზაიკოსი მწერალია, რომლის კალამსაც რამდენიმე ბესტსელერი ეკუთვნის. მას ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა რომანმა "სასტუმრო", რომლის გამოსვლის შემდეგაც ის კალიფორნიაში გადავიდა და მცირე ხანს ამერიკაში ცხოვრობდა. ჰეილის თითოეულ რომანში სხვადასხვა ფინანსური თუ ტექნიკური წვრილმანები ჩანს, ამა თუ იმ სპეციალობის ღრმა ცოდნა, რაც იმის წყალობაა, რომ მწერლობის დაწყებამდე ბევრი პროფესია გამოიცვალა და ყველა სფეროში საკმაოდ ღრმად ჩაიხედა.