ანოტაცია: ამ რომანში აგათა კრისტს პირველად შემოჰყავს ყველასათვის საყვარელი დეტექტივი ქალი, მის ჯეინ მარპლი. ამ ხანდაზმულ ქალბატონს მშვენივრად ეხერხება ადამიანის ბუნების უარყოფითი მხარეების გამოვლენა. იგი მღვდლის სახლში მომხდარ დანაშაულს იძიებს. მოსამართლეს, პოლკოვნიკ პროტეროს, თავში ტყვია დაახალეს და მოკლეს. გასროლის ხმა კი არავის გაუგონია. არც რამე სამხილი არსებობს, მიუხედავად იმისა,რომ მისი მოკვლის საფუძველი მასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულ ყველა ადამიანს აქვს. მის მარპლი იდუმალ მკვლელს კვალში ჩაუდგება...