ანოტაცია: ცნობილი ნოტარიუსი, სიცოცხლით სავსე, სიმპათიური მამაკაცი, რომელსაც ორიოდ კვირით გაუჩინარება სჩვევია კაბარეების ცეკვის პარტნიორ ქალებთან ერთად. ის ყველა კაბარეს სასურველი სტუმარია, შინ კი ჰყავს ლოთი ცოლი, არისტოკრატის მანერებით; შინამოსამსახურეები, რომლებსაც სძულთ ქალბატონი დიასახლისი; აქვს პრესტიჟული სანოტარო ბიურო და მრავალმილიონიანი მემკვიდრეობა. ერთ დღესაც კი ძალიან დიდი ხნით გადაიკარგა. სად გაქრა ბატონი შარლი? ამას კომისარი მეგრე დაადგენს