ანოტაცია: მეგრეს სინდისი ქენჯნის - არ დაუჯერა მოხუც ქალბატონს, რომელიც არწმუნებდა, ბინაში ნივთები ადგილშეცვლილი მხვდებაო. კომისარს ის შეშლილი ეგონა, ქალი კი მალე მოკლეს. ვინ არის მკვლელი, რას ეძებდნენ მოხუცის ბინაში, მას ხომ ძვირფასი არაფერი ჰქონია? თურმე ჰქონდა! მან არ იცოდა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის ნივთის პატრონი ყოფილა! კომისარმა მეგრემ უნდა გამოიძიოს, ვინ მოკლა ქალი და მართლაც ასეთი მნიშვნელოვანი თუ იყო ის, რაც ბინიდან წაიღეს.