ანოტაცია: ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როცა მარგოსა და ანას მეზობლად ლივი დასახლდა. სამი ქალი და სამი ამბავი! ან იქნებ სამი ქალი და ერთი ამბავი? ჯონ მარსი თრილერში „ჯერ შენ მომკალი“ ჯერ ჩვეულებრივ, უწყინარ, მშვიდ გარემოს ქმნის, მერე კი თვალსა და ხელშუა იდუმალების საბურველში ხვევს პერსონაჟებს. ეს იდუმალება თანდათან იკვეთება, იზრდება და მკითხველის თვალწინ უდიდეს ინტრიგად გარდაიქმნება. რას მალავს თითოეული ქალი?